საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე და ოჯახის დეფინიციაზე იმსჯელებს
პოლიტიკა - 09:48, 12 Apr, 2017     1226
დღეს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართება, სხდომაზე განხილვის ძირითადი თემები პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი და კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ჩაწერა იქნება.

ოპოზიციის აზრით მმართველი გუნდი ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს, ისინი არც ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციაში შეტანას მიიჩნევენ აუცილებლობად. ოპოზიციის და საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლობის შემთხევაში ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო კომისია დატოვოს.

„პრეზიდენტის უფლებამოსილება გარკვეულწილად იზღუდება, უქმდება მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომელიც მას გააჩნია სახელმწიფო პოლიტიკაზე ზეგავლენის. გავდივართ ჩვენ შიდაპარტიულ კონსულტაციებს და ჩამოვყალიბდებით თუ რა გზით შევძლებთ ყველაზე უკეთ დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ინტერესი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ევროპული საქართველოს წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით საპარლამენტო უმცირესობა ყველანაირად შეეცდება , რომ ქართულ ოცნებას კონსტიტუციის გაუარესების საშუალება არ მისცეს, თუმცა სიტუაციის გართულების შემთხვევაში არც კომისიის დატოვების საკითხს გამორიცხავს:

„ამ ეტაპზე ვცდილობთ საკონსტიტუციო კომისიის შიგნით, ძალიან მწვავე დებატებით შევეცადოთ, რომ არ მივცეთ ქართულ ოცნებას კონსტიტუციის გაუარესების საშუალება, თუმცა თუ დავინახავთ, რომ საარჩევნო სისტემას ისინი მკვეთრად ამახინჯებენ, ან პრეზიდენტის უფლებამოსილებას გაუგონრად კვეცავენ, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ხალხის ინტერესებს, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ჩვენ დატოვების საკითხს განვიხილავთ,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს მმართველი გუნდი , მათი თქმით კონსტიტუციის ცვლილებაზე მუშაობა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42