მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ვადებმა შესაძლოა გადაიწიოს - ,, ეს არის კომისიის წევრების მოტყუების მცდელობა“
პოლიტიკა - 19:51, 11 Apr, 2017     1427
მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტში განსაზღვრული არ არის მაჟორიტარული სისტემის გაუქმები ვადები, რაც ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებში კითხვებს აჩენს.

მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას უმრავლესობაში მხარდამჭერები ჰყავს, მისივე თქმით, აღნიშნული სისტემის გაუქმების ვადებმა შეიძლება გადაიწიოს.

,,ჩვენი პოზიცია საკონტიტუციო კომისიაში რაც არის დაფიქსირებული და გამოკვეთილი ეს არის 2020 წლიდან პროპორციულზე გადასვლის თემა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ღებულობს პარლამენტი“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური

სამოქალაქო სექტორი პარლამენტში მაჟორიტარული სისტემის საკითხთან მიმდინარე განხილვას ეხმიანება. მათ კითხვებს უჩენთ საარჩევნო სისტემის ვადების ცვლილება. არასამთავრობოს წარმომადგენლის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე 2020 წლის შემდეგ არჩევნების ფორმის შეცვლის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ვადების შეცვლაზე საუბარი მმართველი გუნდის მხრიდან სიურპრიზი იყო. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმარულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ადგილი აქვს კომისიის წევრების მოტყუების მცდელობას

„ეს არის სიურპრიზი. ამაზე სერიოზული მსჯელობა საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე არასდროს არ ყოფილა და ახლა მსჯელობა იმაზე, რომ ეს შეიძლება 2020 წელს არ შეეხებოდეს, არის სრულიად მიუღებელი. ჩვენი ყველას პოზიცია არის ის, რომ ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ეს იქნება, როგორც საზოგადოების, ასევე ამ კომისიის წევრების მოტყუების მცდელობა, თუკი ხელისუფლების წარმომდგენლები, მმართველი პარტია ისე შემოატრიალებს სიტუაციას, რომ სინამდვილეში, 2020 წელს არ შეეხება ეს ცვლილებები,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42