,,ასეთი ფაქტი მრავლად გვახსოვს მაშინ, როდესაც თქვენ მერის მოადგილე იყავით“ - ნარმანია ახვლედიანს
პოლიტიკა - 18:54, 11 Apr, 2017     1315
თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საკრებულოში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატ მამუკა ახვლედიანს ერთ-ერთი შემთხვევა გაახსენა, რომელიც მისი მერის მოადგილეობის დროს მოხდა.

,,აღსანიშნავია, რომ კერძო მესაკუთრეს იმდროინდელმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად წაართვა საკუთრების უფლება ლილოს ტერიტორიაზე მდებარე 12 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, სადაც ახლა ნაგავსაყრელია მოწყობილი. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი მრავლად გვახსოვს მაშინ, როდესაც თქვენ მერის მოადგილე იყავით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2014 წლის 28 აპრილს გიორგი ქელდიშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „თბილსერვის ჯგუფს“ და ითხოვა მის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული აქტებისა და განკარგულებების ბათილად ცნობა.

საქმის მორიგების დასრულებისა და მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში მოსარჩელე მხარესთან, გიორგი ქელდიშვილთან რამდენჯერმე შედგა შეხვედრა, ამავე დროს, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, თუმცა ქელდიშვილისთვის სასურველი და ტოლფასი მიწის ნაკვეთის შერჩევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. მოცემული სასამართლო დავის მორიგებით დასრულების მიზნით, სააგენტოში კვლავ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. დავის მორიგებით დაუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იმოქმედებს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42