მმართველი გუნდი ომბუდსმენს ხელისუფლების კრიტიკის გამო დაუპირისპირდა
პოლიტიკა - 18:45, 11 Apr, 2017     1141

პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში სახალხო დამცველს უსმენენ, უჩა ნანუაშვილმა დეპუტატებს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენის თქმით მის უწყებაში შარშან 8827 განცხადება-საჩივარი შევიდა. სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კი მისი რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული. უჩა ნანუაშვილმა იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაშია. სახალხო დამცველის ანგარიშმა მმართველი გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია, მათი თქმით ომბუდსმენი გარკვეული საკითხების უმთავრესად კი სასამართლო სისტემის შეფასებისას არაობიექტურია და სასამართლო გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას გარკვეული ძალების მხრიდან მოსამართლეების დისკრედიტაციასთან დაკავშირებით:

„თქვენმა, როგორ უჩა ნანუაშვილის სუბიექტურმა მხარემ, ხომ არ გადაწონა თქვენი, როგორც სახალხო დამცველის ობიექტური მხარე? სუბიექტურები ხართ თქვენ სასამართლოსთან მიმართებაში. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენს თვალწინ ხოციელდება მოსამართლეთა ფართომასშტაბიანი, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, ლანძღვა და მუქარა. თქვენ ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ხმამაღლა არასდროს დაგიფიქსირებიათ“- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა.

სახალხო დამცველი სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო გააკრიტიკა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ , გედევან ფოფხაძემაც:

„მე მაინც მგონია რომ სახალხო დამცველს თავისი ინსტიტუციურ რესურსი პოლიტიკურ ჭრილში გადააქვს. რაც სწორი არ არის“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატების კრიტიკას უპასუხა უჩა ნანუაშვილმაც მისი თქმით, საჯარო მოხელეებს მათ შორის მოსამართლეებსაც აქვთ თმენის ვალდებულება და მას ამის შეხსენება დეპუტატებისთვის ტრიბუნიდან არ უნდა უწევდეს, რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებების შეფასებას ნანუაშვილის თქმით ომბუდსმენის ოფისს სრული უფლება აქვს შეფასების გასაკეთებლად





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42