ნარმანიას განცხადებით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში მისი ყველა დაპირება შესრულებულია
პოლიტიკა - 17:20, 11 Apr, 2017     1093
საკრებულოში თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამახვილდა.

როგორც აღინიშნა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა, რომლის ბიუჯეტი 70 395 101 ლარი იყო, ბიუჯეტის შესრულების საკასო მაჩვენებელმა კი 70 193 163 ლარი (99.7%) შეადგინა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს ჯანდაცვის მიმართულებით 9 პროგრამა განხორციელდა, მათ შორის 2 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. პირველი „ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა“ და მეორე - „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“ საპილოტე პროგრამა.

თბილისის მერის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით მისი ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია.

„დღეს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით ყველა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია. ავამოქმედეთ ახალი პროგრამები და გავაორმაგეთ უკვე არსებულების დაფინანსება. დედაქალაქის ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 10 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა ამ მიმართულებებით. “- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ანგარიშის პრეზენტაციისას, თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას იმ სოციალური პროგრამების ვრცელი ჩამონათვალი წარუდგინა, რომელსაც თბილისის მერია 2016 წელს უწევდა ადმინისტრირებას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. მერიის განცხადებით დავით ნარმანია დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42