მიმდინარე წელს თბილისში 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება
პოლიტიკა - 17:18, 11 Apr, 2017     1478
„ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს თბილისის მერიამ არაერთი ღონისძიება გაატარა, მათ შორის, 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საბავშვო ბაღების გახსნის შედეგად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 3000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა.

თბილისის მერის თქმით, ბაგა-ბაღების მშენებლობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და 2017 წელს, თბილისში კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება.


„2016 წელს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 4 დახურული ბაღი აღადგინა, განხორციელდა 2 ბაღის აღდგენა-რეაბილიტაცია, 13 ბაგა-ბაღში კი, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც გაიხსნა 20 ახალი ჯგუფი და 700-ზე მეტმა აღსაზრდელმა შეძლო დარეგისტრირება. პარალელურად კეთილმოეწყო არაერთი ბაგა-ბაღის ეზო,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, 2016 წელს, 40-მდე საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც 14000-მა აღსაზრდელმა მიიღო მომსახურება. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, გასული წლის იანვრიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის შტატი.

„ალბათ გესმით, თუ რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, რამხელა შრომას უკავშირდება ჩატარებული სამუშაოები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის სფერო, რომელშიც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანია დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42