საკრებულოში თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს
პოლიტიკა - 16:23, 11 Apr, 2017     1003

თბილისის საკრებულოში, დედაქალაქის მერის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. დავით ნარმანია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპუტატებს გასულ წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს აცნობს.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 2016 წლის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და გამწვანებითი ღონისძიებები გახლდათ. ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, დავით ნარმანიას თქმით, პროგრამული ბიუჯეტი სწორედ ამ საჭიროებებზე იქნა მიმართული.

თბილისის მერმა წლების მიხედვით ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეული თბილისელი გრძნობდეს, რომ ჩვენ ძალას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გავხადოთ უკეთესი. ამისთვის ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანია დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42