„ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ამის გათვალისწინებით და დავხვეწოთ გარკვეული საკითხები. არის საკითხები, როდესაც უბრალოდ დაუსაბუთებელი იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია და ამაზეც თუ რატომ იყო ისინი დაუსაბუთებელი, პასუხს ხვალ გავცემთ,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.
ომბუდსმენის ანგარიშის განხილვა საკანომდებლო ორგანოში მიმდინარეობს, პარლამენტის წევრების წინაშე უჩა ნანუაშვილი იმ ხარვეზებზე საუბრობს რომელიც მისმა აპარატმა სასჯელაღსრულების, შსს, სასამართლო სისტემის მუშაობაში გამოავლინა. სახალხო დამცველის ანგარშში მოხვდა მოსმენების კანონიც. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციით უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს.
მასალის გამოყენების პირობები






