რუსთავის ავტომაგსიტრალზე ავარია მოხდა, ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი.
ამ დროისათვის გზაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე ბრიგადა, ასევე სამაშველო სამსახურიც. თვითმხილველების თქმით „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც ავარია მოჰყვა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,დაშავებულია სამი ადამიანი, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მასალის გამოყენების პირობები






