"საფრთხის არსებობის შემთხვევაში, წვევამდელებს პროფესიულ არმიასთან ერთად სამხედრო ოპერაციაში ჩართვა შეეძლებათ"- იზორია
პოლიტიკა - 14:29, 11 Apr, 2017     709
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით წვევამდელებს პროფესიული არმიის ფარგლებში მოღვაწეობის შესაძლებლობა მიეცემათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ისაუბრა. მინისტრის თქმით საქართველოსთვის წვევამდელთა სისტემის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო, ბალტიის ქვეყნები და სკანდინავიის ქვეყნები. მცირე დემოგრაფიული მოცულობიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ აუცილებელია რაოდენობრივადაც ვიყოთ ადეკვატურები საფრთხესთან არა მხოლოდ აღჭურვილობით, არამხოლოდ ვთქვათ პროფესიული არმიის კომპონენტებით არამედ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით. სამხედრო კომპონენტის ფარგლებში ეს გულისხმობს წვევამდელთა სისტემის სასიცოცხლოდ არსებობას და რეზერვის მობილიზაციის სისტემის სასიცოცხლოდ აუცილებელ არსებობას, სწორედ ამ ნაბიჯების გააზრებით და რეზერვის გაძლიერების ლოგიკით იყო ნაკარნახევი ის, რომ ჩვენ ეს ნაბიჯები გადაგვედგა. რაც შეეხება თითოეული დაცულობას, ღირსეულ არსებობას, ჩვენ მათ არ ვაძლევთ იმ ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, რაც კლასიკურად წვევამდელების ფუნქციაა. ჩვენ წვევამდელებს მივცემთ პროფესიული არმიის ფარგლებში მოღვაწეობის შესაძლებლობას. მათ ექნებათ იგივე საბაზისო მომზადება. მათ ექნებათ უქმე დღეების გამოყენების შესაძლებლობა. ასევე თუ ჰქონდათ 7-8 ლარი ხელფასი თვეში, ექნებათ 50 ლარი, რაც საგრძნობლად მზარდი ტენდენციაა. რაც შეეხება ფუნქციურ დატვირთვას, ძირითადი ლოგისტიკური ამოცანები იქნება, მაგრამ პოტენციური საფრთხის შემთხვევაში, გამომდინარე თავისი მზადყოფნის დონიდან, მას ექნება იგივე კვალიფიკაცია და უნარები ჩაერთოს პროფესიონალ არმიასთან ერთად სამხედრო ოპერაციებში.“ - განაცხადა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42