არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა გათავისუფლებული, ვინც თავი ნებით წავიდა, კომპენსაციები გავეცით - ლევან იზორია
პოლიტიკა - 14:17, 11 Apr, 2017     2408
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელი კომიტეტის წინაშე სამინისტროში მიმდინარე რეფორმირების ანგარიშით და სამომავლო გეგმების პრეზენტაციით წარსდგა. ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე და მათი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა და თითოეული მიმართულება დეტალურად განმარტა. „ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებთან, შესაბამისად, ეს რეფორმები დანახულ იქნა ერთიან სისტემაში და ჩვენ ამ რეფორმებით ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვართ თავსებადი არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ მოქმედებებშიც ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, რეფორმის ყველა მიმართულება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და მოქნილი და დაბალანსებული საჯარისო დანაყოფების ფორმირებაზეა ორიენტირებული.


თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შეფასებისას, მინისტრმა სისტემის ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის საკითხებზეც ისაუბრა. „სრული პასუხისმგებლობით მინდა ავღნიშნო, რომ არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა გათავისუფლებული, ყველა სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს პოზიციას. ის, ვინც თავისი ნებით წავიდა შეიარაღებული ძალებიდან, მუშაობდა დაახლოებით 18-19 წელი და მეტი. ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ და კომპენსაციები გავეცით, რაც უპრეცენდენტო იყო თავდაცვის უწყებაში. 209 ოფიცერზე 5 მილიონზე მეტი კომპენსაცია გავეცით, რითაც ქვეყნის წინაშე მათი სტაჟი და დამსახურება დავაფასეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა უწყებაში ნაკლოვანებების იდენტიფიცირების შედეგად გამოვლენილ სხვადასხვა გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზეც ისაუბრა და ყურადღება ბიუროკრატიული აპარატის არსებობაზე და ე.წ. „ვარსკვლავიანი თანამდებობების“ საკითხებზე გაამახვილა. ლევან იზორიამ სტრატეგიულ მიმართულებებზე საუბრისას ცალკე გამოყო საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით და ანტისარაკეტო სისტემის შეძენის პრიორიტეტულობა. გამოსვლის დასასრულს თავდაცვის მინისტრმა კომიტეტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და მინისტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში შეაფასა და უახლოეს წლებში უწყების ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესზე საუბრის აღარ გამართვის იმედი გამოთქვა.

„პატივს ვცემ თავდაცვის მინისტრის პრინციპულობას და მინდა, თქვენი პრინციპი დავინახო, რომ ეს სიტყვა - ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია მინიმუმ რამდენიმე წელი აღარ გაისმება თავდაცვის სამინისტროში...თავდაცვის მინისტრს და მის გუნდს განსაკუთრებული მადლობა მოვახსენებ რეფორმების განხორციელებისთვის. მართლაც ძალიან უმოკლეს ვადაში ბევრი რამ გაკეთდა, რაც კომიტეტის და საზოგადოების მხრიდან პოზიტიურად ფასდება. ჩემი მხრიდა, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე, ყოველთვის განსაკუთრებით ავღნიშნავ სამინისტროში განხორციელებულ რეფორმირების სწორ მიმართულებას. მინდა ჩემი პატივიცსემა გამოვხატო თვითოეული სამხედრო მოსამსახურის და სამოქალაქო პერსონალის მიმართ, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ემსახურებიან. ჩვენც რიგითი ჯარისკაცები ვართ, უბრალოდ აქ სხვა ფრონტის ხაზი შეიძლება გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველას საერთო ინტერესი გვაერთიანებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42