„იყო საუბარი იმაზე, თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა. სტატუსი რჩება ზუსტად ისეთ როგორიც არის მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული. ეს არის მაღალი სტატუსი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. სტატუსი არ იცვლება და უფლებამოსილების კუთხით გვაქვს ცვლილება მხოლოდ იქ, სადაც ამას მოითხოვს იურიდიული ლოგიკა. გვქონდა დისკუსია ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და მათ სრულად დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის ნაწილში. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები კომისიის ფორმატი, სხვა ფორმატებშიც. წარმოდგენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც არის წარმოდგენილი და ამას ეფუძნება ის ცვლილება, რომელიც არის შემოთავაზებული წარმოდგენილი საკონსტიტუციო პროექტით.“- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






