ნატოსადმი სკეპტიციზმის პრორუსულობასთან გაიგივება არასწორია - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:14, 11 Apr, 2017     1298
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს რეალურ შესუსტებას ჰიბრიდული ომი, კიბერდაპირისპირებები, რუსეთის მიერ საზოგადოებაზე აგიტაციის მეშვეობით გავლენის სერიოზული მცდელობა იწვევს. აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობის ნატოს ალიანსის მიმართ დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოსადმი სკეპტიციზმი აუცილებლად პრორუსულობას არ ნიშნავს:

„ხშირად მხვდებოდა ხოლმე, რომ ნატოს სკეპტიციზმი გაიგივებული იყო პროურსულობასთან და ეს არის არასწორი, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც ნატოს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. სკეპტიციზმი განპირობებულია ერთის მხრივ იმით, რომ ჩვენ ყველა მოველოდით უფრო სწრაფ პროცესს და იყო ასე აწეული თამასა, მეორეს მხრივ თვითონ ნატოს გაერთიანების და მდგრადობის კითხვის ნიშნები ნათლად ჩანს და ისმება საერთაშორისო მედიაში - რამდენად ძლიერი არის თვითონ ალიანსი იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც რუსეთიდან მოდის და მესამე რა თქმა უნდა, ამაზე დაფუძნებული რუსული პროპაგანდა, რომელიც ამ სირთულეებს აზვიადებს, აქცევს სკეპტიციზმად. აკეთებს ასეთ აქცენტს, რომ ეს არის სპეციფიურად საქართველოს მიუღებლობა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42