"რუსული პროპაგანდის გასაბათილებლად საჭიროა საზოგადოების, ხელისუფლებისა და პარტნიორების ერთიანი მიდგომა"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 12:15, 11 Apr, 2017     1456
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში - NGPD Forum 2017 მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისში უკვე მეორედ ტარდება.

ფორუმის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრებების ორგანიზება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის წინაშეც დგას ისტორიული მისია - რთულ ვითარებაში გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, დიპლომატიურ პროცესებში სახალხო დიპლომატიის როლზე და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს რეალურ შესუსტებას იწვევს ჰიბრიდული ომი, კიბერდაპირისპირებები, რუსეთის მიერ საზოგადოებაზე აგიტაციის მეშვეობით გავლენის სერიოზული მცდელობა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით გადამწყვეტია საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ერთიანი მიდგომა, ერთიანი მესიჯის არსებობა.

პრეზიდენტის განცხადებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში საჭიროა ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს, ასევე სხვა, ახალი დემოკრატიების მიმართ, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მდგრადი და ერთიანი პოზიცია აჩვენეს ქართულმა საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, თუმცა, რეალურად, ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად გასაღრმავებელი და გასაძლიერებელია.

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც ნატო-ში და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გამკლავების გზებს, რუსულ პროპაგანდას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს შეეხებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42