შეხვედრის მიზანია ეროვნული პოლიტიკური დიალოგის მიმდინარე სტატუსის და საქართველოსთვის ევროკავშირის “წყლის ინიციატივა +” პროექტის ფარგლებში 2017-2020 წლების ეროვნული პრიორიტეტების განხილვა. ასევე, საქართველოში წყლის სექტორში მიმიდინარე საერთაშორისო პროექტებს შორის სასარგებლო კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერება.
გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმების (2010, 2015 წ.წ.) თანახმად, 2010 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს ეროვნული პოლიტიკური დიალოგი წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თაობაზე.
ამ პროცესში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიაN(UNECE) წარმოადგენენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს.
ეროვნული პოლიტიკური დიალოგი ამ ეტპზე ფოკუსირებულია გაეროს 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნებისა და ევროკავშირის რეგიონული პროექტი „წყლის ინიციატივა+“-ით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






