გორში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 10:39, 11 Apr, 2017     1463

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ბესიკ ამირანაშვილი და შალვა ხუციშვილი, ევროკავშირის ექსპერტი გამოძიების მიმართულებით უვე შვაიფერი და შსს-ს შიდა ქართლის რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის დაწყებიდან დღემდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. ღონისძიების მონაწილეები პროგრამის ფარგლებში დანერგილ ტექნოლოგიური სიახლეებს, მათ შორის, ინციდენტთა აღრიცხვის საინფორმაციო სისტემას, ასევე, გორის რაიონული სამმართველოს ანალიტიკოსების მიერ შექმნილ რამდენიმე ახალ პროექტს გაეცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის განხორციელება გორში, რუსთავსა და თბილისში 2016 წელს დაიწყო.

ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა მსოფლიოს წამყვან სამართალდამცავ სტრუქტურებში აპრობირებული მოდელია. იგი ხელს უწყობს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდის გამოძიების ეფექტიანობას. პროექტის თანახმად, პოლიციის მთლიანი საქმისწარმოება ელექტრონულ ფორმატში გადავა და ანალიტიკოსებს, შესაბამისი ანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, რისკების წინასწარ განსაზღვრა შეეძლებათ.

გორის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე საპილოტე პროექტი, მიღწეული შედეგების მიხედვით, წარმატებული აღმოჩნდა, მათ შორის, დანაშაულის პრევენციის კუთხით.

შს სამინისტრო გეგმავს, რომ აღნიშნული მოდელი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2018 წლიდან ამოქმედდეს, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებულ მიდგომას ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობით ჩაანაცვლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42