კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა
პოლიტიკა - 10:39, 11 Apr, 2017     1458

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ნატრიაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერალს, ჟან-პიერ მიშელს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პოლიციის ატაშე საფრანგეთში და ეროვნული ჟანდარმერიის მთავარი დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ჟან-პიერ მიშელმა დავით ნატრიაშვილს ევროპოლსა და საქართველოს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას. დავით ნატრიაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს, ბრუნო ბალდუკის ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოს შს სამინისტროსთან.

საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერლის თქმით, აღნიშნული ვიზიტი ეროვნული ჟანდარმერიისა და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის დასტურია. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საფრანგეთის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორს, მირეი ბალესტრაზის შეხვდა. მან დავით ნატრიაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშეს, ლაშა მედულაშვილის წარმატებული მუშაობა.

საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ფრანგ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ტერორიზმის და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დავით ნატრიაშვილი პარიზში მობილური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისსაც ეწვივია. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სამსახურის უფროსმა, ბერნარ ტიბუმ უმასპინძლა და მობილური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ფრანგული მხარის გამოცდილება გაუზიარა.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ნატრიაშვილი ასევე შეხვდა ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებს და აღნიშნული სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42