ოთარ კახიძე განმარტავს, რომ დღეს მოქმედი საგადასახადო რეჟიმი 2009 წელს 200 დოლარის ეკვივალენტით დაწესდა, რაც მაშინ 300 ლარს შეადგენდა დღეს კი, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ეს თანხა უკვე 500 ლარამდე გაიზარდა.
როგორც კახიძე რუსთავი 2-თან საუბარში განმარტავს, მან ინიციატივა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე გაიტანა, თუმცა უმრავლესობამ ის ჩააგდო.
„უმრავლესობა პირად საუბრებში არ ეწინააღმდეგება ამას, იმიტომ რომ ლოგიკურად ეჩვენებათ ეს პოზიცია, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიცია არის ავტორი, მათ რაიმე არგუმენტი არ მოუყვანიათ, პრაქტიკულად ყველა ჩვენს ინიციატივას მისცეს ჩვენს წინააღმდეგ ხმა,“-აცხადებს ოთო კახიძე.
კახიძის განცხადებით ინიციატივას ევროპული საქართველო პლენარულ სხდომაზეც დააყენებს და ყველა საჭირო პროცედურას გაივლის.
წყარო rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






