ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, მან უმრავლესობას არაერთხელ ურჩია, რომ "ხალხის აზრი მოესმინათ".
"ისტორიის წიგნები ხომ გახსოვს?! საბჭოთა კავშირის ისტორიის სახელმძღვანელოები, სადაც ყველაფერი შედარებული იყო 1913 წელთან. როცა საბჭოთა კავშირი მახსენებდა რამდენი თუჯი იყო მაშინ, ასევე შემახსენეს მე, რომ 2012 წლამდე თურმე ვითარება იყო უარესი.
მე ვლაპარაკობ ჩვეულებრივი ამომრჩევლის პოზიციიდან, იმას არ აინტერესებს 2012 წლამდე როგორი იყო, დღეს თუ სამსახური არ აქვს, თუ შია, პრობლემა აქვს და სირთულე აქვს გადასაწყვეტი. შეიძლება 2012 წელი რომელიღაც პოლიტიკოსს წამოაძახო, ამ თვალსაზრისით ჩემი ხსენება კი სრულიად კომიკურია. განსაკუთრებით ამ ჯგუფის მიერ, რადგან მათგან განსხვავებით, არასოდეს მიმუშავია მთავრობაში, ძალიან დაბალ თანამდებობებზე, როგორც ბევრი მათგანი მუშაობდა, არც დამალული ვიყავი და ღიად ვაფიქსირებდი ჩემს აზრს ნაციონალური მოძრაობის შეცდომებთან დაკავშირებით. არც ნაცებთან ერთად ვაკეთებდი ბიზნესს, ფეხით დავდიოდი ქუჩებში"- აცხადებს პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






