"საქართველოში კლასიკად ჩამოყალიბდა რომ შენი წარუმატებლობა სხვას გადააბრალო"- პრეზიდენტი კობახიძეს პასუხობს
პოლიტიკა - 19:51, 10 Apr, 2017     2169
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს კაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ განცხადების ავტორი შეცდომაშია შეყვანილი.

"სამწუხაროდ საქართველოში კლასიკად ჩამოყალიბდა რომ შენი წარუმატებლობა სხვას გადააბრალო. როცა რამე გიჭირს, უნდა იყოს ადამიანი ან პოლიტიკური ჯგუფი, რომელზეც იტყვი, მე კი არ შემეშალა, ცოტათი მაინც, ეს არის შეთქმულება... პოლიტიკაში ათასი კაცი მოვა და რაღაცას გეტყვის, რომ შენ ზურგს უკან შეთქმულება იგეგმება. შენ თუ ხარ მიდრეკილი, ძალაუნებურად ასეთ განცხადებას გააკეთებ, მითუმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირი.

მე 24 საათის განმავლობაში ტელევიზიით გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ არ მომწონს ეს საკონსტიტუციო კომისია ესეც არანაირი დანაშაული არ იქნებოდა. ეს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაა. ვინმეს თუ ჰქონია, რომ საკონსტიტუციო ორგანო, კონსტიტუციური ორგანოა ღრმად შემცდარა. კონსტიტუციური ორგანოა მაგალითად სახალხო დამცველი რომელსაც უნდა მოუსმინო, საკონსტიტუციო სასამართლო. ეს ყველაფერი ლამაზი ხელით არის კონსტიტუციაში დაწერილი, ამის მიუხედავად მე სულ ვამბობდი რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დავეხმაროთ, საკონსტიტუციო კომისიის წევრები ჩემთან ერთად დადიან რეგიონებში, ესაუბრებიან ხალხს და ასე შემდეგ. როცა შეთქმულების თეორიებზე საუბრობენ, მგონია, რომ ეს არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანის განცხადება, რომელსაც რაღაცა უთხრეს და დაიჯერა, არამგონია, რომ მოიგონა"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42