„დღევანდელი მხარდაჭერა წინა პერიოდისგან განსხვავებით ბევრად უკეთესია. ამასთან, ადგილებზე ხდება გარკვევა, თუ რა პრობლემებია, რომლებიც დღევანდელ დაგეგმვაში შეიძლება, გათვალსიწინებული არ არის. ასეთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვა რაიონებშიცაა დაგეგმილი. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რომელიც შედეგს აუცილლებლად მოგვცემს,“ - აღნიშნა ზაზა ოქუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასვლით სხდომაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების შესრულების ანგარიში და 2017 წლის პროგრამების შესახებ ვრცელი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისაგან, ზაალ მიქელაძისაგან მოისმინეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 14, 562, 900 ლარია, საიდანაც 11 829 990 ლარი პროგრამული ნაწილისთვისაა განისაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები






