კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაწილი ცნობილია - რა მონახაზი დადო საკონსტიტუციო კომისიამ
პოლიტიკა - 19:07, 10 Apr, 2017     1864
საკონსტიტუციო კომისიის მიერ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მონახაზი უკვე ცნობილია. გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში აღარ შეიცვლება პარლამენტის ადგილმდებარეობა და მისი ადგილსამყოფელი კვალვ იქნება ქუთაისი. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ის ძალასი 2023 წლიდან შევა და არაპირდაპირი წესით 300 დელეგატი აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. არჩევაში, პარლამენტის გარდა ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები.


აღარ იქნება უშიშროების საბჭო და პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება რომ წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება საარჩევნო სისტემას. კერძოდ, მოხდება გადასვლა პროპორციულ სისტემაზე, თუმცა სადაო საკითხი არის ის თუ როგორ უნდა გადანაწილდეს გამოთავისუფლებული მანდატები

„კონსტიტუციის ტექსტის ძალიან დიდ ნაწილზე არის სრული შეთანხმება, არის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი, რომელზეც ჯერ კიდევ დისკუსიები გრძელდება, ტექსტის დიდი ნაწილი არის სრულიად შეთანხმებული და არანაირი აზრთასხვადასხვაობა არ არსებობს“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

უკიდურესად პოპულისტურს უწოდებს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების ამ ვარიანტს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე. დეპუტატი ამბობს, რომ ძალიან ბევრ საკითხზე არის უთანხმოება მმართველი გუნდის ინიციატივებთან დაკავშირებით.

,,ეს არის ძალიან სოციალურსტური და პოპულისტური კონსტიტუცია, სადაც მეხუთე მუხლში წერია, რომ თურმე ეს არის სოციალური სახელმწიფო. 10 ლარი პენსია ვერ გაუციათ და რომელ სოციალურ სახელმწიფოზე საუბრობენ. ჩადებულია, უამრავი მანვნე მუხლები, იგივე ის, რომ თურმე მთიანი ქვეყანა ვართ და ამ მხრივ შეღავათები არის საჭირ, რომელიც ნებისმიერ კანონში შეიძლება იყოს დარეგულირებული, ისევე როგორც ქორწინების საკითხი. ყველა ამ საკითხების წამოწევა ემსახურება ქვეყანაში არაჯანსაღი დაპირისპირების გაღვივებას, რუსული ნარატივის დანერგვას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღალი თანამდებობის პირთა უფლებების მაქსიმალურ შეზღუდვაზე საუბრობს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე. ,,საუბარია თვითმართველი ქალაქის გაუქმებასა და პირდაპირი წესით არჩეული მერების შემცირებაზე და მეორეს მხრივ, გვთავაზობს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით პროპორციულ საარჩევნო სისტემას, თუმცა ისეთი მეთოდით, რომელიც ხელოვნურადაა მორგებული ხელისუფლების შენარჩუნებაზე, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა შესაბამისი მხარდაჭერა ქართულ ოცნებას. ვგულისხმობ გაუნაწილებელი მანდატების მთლიანად მიკუთვნებას პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის. ეს არის მცდელობა ამომრჩელის მხარდაჭერის გარეშე შეინართუნონ საპარლამენტო უმრავლესობა“ - ამბობს აბესაძე.

რაც შეეხება კონსტიტუციაში ჩანაწერს თავისუფლების აქტის შესახებ, ის კვლავ რჩება. ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას მოუნდება გადასახადების გაზრდა კვლავ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში რეფერენდუმი.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვას, ეს საკითხი აღარ ჩაიწერება კონსტიტუციაში და თუკი საჭირო გახდება ის მხოლოდ ორგანული კანონით დარეგულირდება და შეიქმნება ახალი კანონი მიწის შესახებ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელი შეხვედრის განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა და სამუშაო ჯგუფის წევრებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ვენეციის კომისიის წევრებთან, ასევე კონსულტაციები მაღალი რანგის უცხოელ ექსპერტებთან და უკვე გამოიკვეთა, რომ მათი საერთო შეფასება ძალიან დადებითი და პოზიტიურია, რაც ბუნებრივია, მისასალმებელია. მნიშვნელოვანია რომ ეს კარგად დაწყებული პროცესი ბოლომდე კარგად მივიყვანოთ და ერთად შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება სრულად დახვეწილი და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომისიის რიგ სუბიექტებთან გამართულ კონსულტაციებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნულ ინფორმაციას სამწუხარო უწოდა.

„მქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია მართლდება. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სუბიექტს განზრახული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დავიწყეთ. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენთვის დასახულ მიზანს, იმ მიზანს, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა. ამ მუშაობის საბოლოო შედეგი იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და პირველი თავის რედაქციული შინაარსის განხილვით გაგრძელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42