დაუნის სინდრომის მქონე 6 ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - „დაუნის სინდრომის ასოციაცია“ მთავრობას მიმართავს
პოლიტიკა - 14:52, 10 Apr, 2017     1361
„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს.

"დაუნის სინდრომის ასოციაციის" წევრები სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურებიან იმასთან დაკავშირებით, რომ მინდობით აღზრდის მომსახურებაში მყოფი ბავშვები არასასურველ გარემოში იმყოფებიან და სახელმწიფო უწყების მხრიდან პრობლემის აღმოფხვრას ითხოვენ. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ საქმე; გამოძიების დასრულებამდე ბავშვები გამოიყვანონ მიმღები ოჯახიდან და განათავსონ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში, რადგან ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი არა მხოლოდ იმ მინიმალურ სერვისებს ვერ იღებენ, რომელსაც დღეს სთავაზობს სახელმწიფო, არამედ იმყოფებიან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე; დადგეს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის საკითხი, ვისაც ჰქონდა ვალდებულება ამ ბავშვების მეურვეობა-მზრუნველობაზე წლების განმავლობაში. საქმიდან გამოკვეთილი სისტემური ხარვეზებიდან გამომდინარე, „დაუნის სინდრომის ასოციაცია“ მთავრობას მოუწოდებს:

შემუშავდეს ბავშვთა მიტოვების პრევენციის მექანიზმები და შეიქმნას ოჯახების გაძლიერების მომსახურებები.

გადაიხედოს შშმ პირის სტატუსის მინიჭების წესი. როდესაც დაბადებიდან სახეზეა ბავშვის მდგომარეობა და დამატებითი საჭიროებები, დროულად უნდა მოხდეს სისტემის მიერ ბავშვის იდენტიფიცირება და საჭირო ზომების მიღება.

განისაზღვროს ერთ მიმღებ ოჯახში რამდენი შშმ ბავშვის განთავსება არის მიზანშეწონილი და დაიგეგმოს ბავშვის განვითარებაზე ზრუნვის სტრატეგია.

სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფ ბავშვებს მიენიჭოთ პრიორიტეტი სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობაში და მინდობით აღმზრდელებს შესრულების ვალდებულება.

შემუშავდეს ბავშვზე ზრუნვის პროგრამების სტანდარტები, მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები.

გაიზარდოს ადრეული განვითარების ქვეპროგრამის დაფინანსება, რათა საჭიროების მქონე ყველა ბავშვმა 0-7 წლამდე, შეძლოს ამ მომსახურებით სრულად სარგებლობა.

დაიგეგმოს პოლიტიკა 18 წლის ზემოთ, მიმღები ოჯახიდან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბენეფიციარების შემდგომი ცხოვრების ეტაპები, ზრდასრულთა საოჯახო ტიპის მომსახურების განვითარება, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, დასაქმება და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42