პრეზიდენტზე ყველაფრის გადაბრალებამ გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 13:52, 10 Apr, 2017     1169
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს კაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.

"ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა აუცილებლად ვინმეს კარნახით, - ამბობს აბაშიშვილი.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილება.

მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის გუნდი ღიად აწარმოებენ კონსულტაციების სხვადასხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით.

„პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ. ზოგადად, როცა ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის და ხდება ჩაკეტვა ვიწრო წრეში, ვიწრო სივრცეში, ამ დროს აქვს სწორედ ადგილი სხვადასხვა კონსპირაციებს, ეჭვიანობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფერის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტისადმი, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა ვინმე კარნახით. ცხადია, ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც. სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტის გუნდი ღიად აწარმოებდა კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან, მოსმენების კანონთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტერიტორიულ მოწყობასთან, აფხაზეთის თემასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეს იყო ღია კონსულტაციები თემატურ საკითხებზე და არა - კონსპირაციული“, - განაცხადა აბაშიშვილმა და დასძინა, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტს აქვს საინტერესო კამპანია დაწყებული - “კონსტიტუცია ყველასთვის“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42