მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა
პოლიტიკა - 12:07, 10 Apr, 2017     917

„სახელმწიფო ხალხისთვის“ თავჯდომარე, ნიკა მაჭუტაძემ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. ამის შესახებ განცხადება მაჭუტაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა:

,,საქართველოში მიმდინარე ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანია არა კონსტიტუციის, როგორც მთავარი დოკუმენტის დახვეწა, მისი დამკვიდრება, როგორც ხელუხლებელ ღირებულებათა კრებულისა, არა მეტი კონსტიტუციური გარანტიის შექმნა ქართული დემოკრატიისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ მისი მთავარი მიზანი არის არაფორმალური მმართველობის განვრცობა სახელმწიფო - დემოკრატიული ინსტიტუტების შთანთქმისა და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების მოსპობის ხარჯზე. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით:

1. უქმდება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესი

2. საქართველოს მოქალაქეები განიძარცვებიან ქართული სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლებისაგან.

3. უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო.

4. ხელისუფლება მიიტაცებს იმ ხმებსაც, რომელიც მას არჩევნებზე არ მიუღია - ანუ გაუნაწილებელი ხმები სრულად მიაქვს ხელისუფლებას.

5. პრეზიდენტს ჩამოერთმევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა.

6. შეკვეცილია მისი, როგორც მთავარსარდლის ფუნქცია გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქცა ფარსად. კომისიაში წარმოდგენილ უმრავლესობას არ ესმის საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე და ურყევი პოზიცია. მას გადაწყვეტილი აქვს, ქართველი ხალხის ნების ნაცვლად კონსტიტუციაში ასახოს მმართველი პარტიის ვიწრო პოლიტიკური და ბატონი ივანიშვილის პირადი ინტერესები. ამით ისპობა კონსტიტუცია, როგორც საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური შეთანხმება თანაცხოვრებისა და სახელმწიფოს როგორობის შესახებ. ამიტომაც ვაცხადებ, მე ვტოვებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ვიწყებთ კონსტიტუციურ მოძრაობას ქართული კონსტიტუციის დასაცავად, მოსაპოვებლად და დასამკვიდრებლად. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს საკონსტიტუციო კომისიაში, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული წესრიგი და ღირებულებები, გაემიჯნონ კომისიას და არ მიიღონ მონაწილეობა ფარსში. ხელისუფლება უნდა დარჩეს მარტო თავის ანტიდემოკრატიულ ვნებებთან. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია კონსტიტუციური რეფორმის სახელით. ეს არის დაუშვებელი და ქართული საზოგადოებრიობა, როგორც დემოკრატიული სამყაროს განუყოფელი ნაწილი ამას არ დაუშვებს. ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციას და დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას” - აცხადებს მაჭუტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42