აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია- ორპარტიულ დოკუმენტში საქართველოზეა საუბარი
პოლიტიკა - 10:16, 10 Apr, 2017     1634
2017 წლის 6 აპრილს, აშშ-ის კონგრესმენებმა სტივ კოენმა (დემოკრატი) და ჯონ შიმკუსმა (რესპუბლიკელი) წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია. აღნიშნული რეზოლუცია აღიარებს, ნატო-ს როლს, როგორც აშშ-სა და ევროპას შორის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ დამაკავშირებელ რგოლს. ამასთანავე, რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღიარებს აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მიმართ. ის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია რუსეთის აგრესიული ქმედებები ნატო-ს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, მათ შორის აღნიშნულია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაც.

ამასთანავე, ტექსტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, აშშ-მ გაზარდოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ მხარდაჭერა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ ორპარტიული რეზოლუცია მოუწოდებს ნატო-ს შეინარჩუნოს „ღია კარის“ პოლიტიკა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ წევრობისთვისაუცილებელ ყველა მოთხოვნას. რეზოლუციაში ხაზგასმულია ასევე ნატო-ს მიერ პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზრდილი მხარდაჭერის, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა.

გარდა ამისა, რეზოლუციაში ასახულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების განსაკუთრებული წვლილი გლობალური უსაფრთხოებისუზრუნველყოფაში, მათ შორის ავღანეთსა და ერაყში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42