ხომ არ უკავშირდება მასზე განხორციელებული თავდასხმა ფარესიშვილთან დაკავშირებულ ფაქტს, გელა ხვედელიძე ,,პოსტსკრიპტუმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ თავდასხმაში ფარესიშვილის ფაქტორს საერთოდ არ განიხილავს.
გელა ხვედელიძე დაკავებიდან მალევე გირაოთი გამოუშვეს, შემდეგ კი ერთწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრეს.
საქმეში ჩნდება ერთი კითხვა, რატომ არ დასაჯეს გელა ხვედელიძე და პატიმრობაში არ დატოვეს იმის მიუხედავად, რომ მან სასამართლო სხდომაზე დანაშაული არ აღიარა. ხვედელიძე ამბობს, რომ სქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. თუმცა ხვედელიძე მინიშნებას აკეთებს და კითხვაზე, ხომ არ გახდა შიდა დაპირისპირების მსხვერპლი პასუხობს: ,,დაახლოებით, კი...“
,,არის გარემოებები და დადგება დროს და ამ თემაზე ვისაუბრებ. იყო რაღაც მომენტები და ამაზე მერე ვილაპარაკოთ“ - ამბობს ხვედელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






