ენმ - ე.წ. რეფერენდუმი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსიის დაკანონების მცდელობა
პოლიტიკა - 15:05, 09 Apr, 2017     1285

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონისთვის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“-ს სახელის მინიჭებას.

"აღნიშნული რეფერენდუმი და არჩევნები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას და, შესაბამისად, ცნობილია არალეგიტიმურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევა არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელება - ეთნიკური წმენდისა და სამხედრო აგრესიის, ასევე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამხედრო-საჯარისო შენაერთების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანების და ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსიის დაკანონების მცდელობა. ის ხელს უშლის საერთაშორისო ფორმატებში მიმდინარე მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა; გააძლიეროს ძალისხმევა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისათვის და მკვეთრი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებულ ღია ანექსიის პროცესზე. ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობებში ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ხარჯზე გატარებული შეგუების პოლიტიკა მხოლოდ უმარტივებს რუსეთს დასახული მიზნების მიღწევას," - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42