დღეს ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ გურიის მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილს გმირულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავს პატივი მიაგო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სხვა საჯარო მოხელეებმა, ასევე, გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, 9 აპრილს გმირულად დაღუპულებმა თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენეს. ამ დღის გახსენებისას ყოველ ჩვენგანს ტკივილისა და სიამაყის განცდა ერთდროულად გვეუფლება, 9 აპრილის ტრაგედია გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბების ისტორიაში. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს ვულოცავ,“- განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგი სიორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






