„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და პარტიის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.
„დღევანდელი დღე არის, დღე იმ ადამიანების ვინც 1989 წლის 9 აპრილს, საკუთარი თავი საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ეს არის ჩვენი ისტორია. ბრძოლა თავისუფლებისთვის, თავგანწირვა, გმირობა და საქართველოს ისტორია რომელიც გრძელდება. ამიტომ ჩვენი ვალია მოვიგონოთ გმირები და ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია, ჩვენი ვალია დავიცვათ საქართველოს თავისუფლება და ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მომავალში აღარასდროს დაგვჭირდეს მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






