"ზუგდიდის", "მერანისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლებმა დღეს მიიღეს. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა სფფ-ში გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხს კლუბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ისინი სახელმწიფოსგან 2-2 მილიონ ლარს მიიღებენ, როგორც ეს გორის "დილას" შემთხვევაში მოხდა.
ამასთან, შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა, რომლის თანახმად, კერძო კლუბები ცალკე ჩემპიონატს ჩაატარებენ. კლუბების დაფინანსების საკითხს და მათ პოზიციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გამოეხმაურა: "იქიდან გამომდინარე, რომ ეს გუნდი ევროპის ლიგაზე გადის, მისი დაფინანსება სახელმწიფოსგან გამართლებულია, რადგან ამ გუნდის არგმოასვლა ევროსარბიელზე უფრო მეტი სირცხვილი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ამ გუნდის ფინანსირება", - აცხადებს ყიფიანი.
მასალის გამოყენების პირობები






