ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: „მოქმედი პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ადგილობრივი „კაგებე“-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე და რეფერენდუმზე ხმის მიცემა 77 საარჩევნო უბანში იქნება შესაძლებელი. 72 საარჩევნო უბანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიხსნება, ხოლო დანარჩენი ხუთი უბანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარეთ. ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საელჩოში გაიხსნება, კიდევ ერთი უბანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საელჩოში, ხოლო დანარჩენი სამი საარჩევნო უბანი კი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ოკუპირებულმა ცხინვალის დეფაქტომ მმართველობამ რეფერენდუმისა და არჩევნების დღის მოსამზადებლად ადმინისტრაციული საზღვარი 7 აპრილს ჩაკეტა. დეფაქტო რეჟიმის უშიშროების კომიტეტი ცნობით ე.წ საზღვრის ჩაკეტვა პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები






