სასამართლო სისტემის კრიზისთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას და ამ განცხადებაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის შეფასებებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამოეხმაურა. ანა დოლიძის თქმით რეალობა არის ის რომ ხალხი სასამართლოს ნაკლებად ენდობა და ეს ნდობაც დღითიდღე მცირდება:
"პრეზიდენტს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება მოსამართლეების დასაცავად, მაგრამ, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რეალობას თვალი გავუსწოროთ. რეალობა არის, რომ არაერთი კვლევა, შიდა იქნება თუ უცხოური, მიანიშნებს დღითიდღე, რომ ხალხის ნდობა სასამართლოს მიმართ არის მცირე, ხალხი არ ენდობა სასამართლო სისტემას და ეს სწორედ ხელისუფლების ის შტოა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სანდოობა და ავტორიტეტი. ამას აქვს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, არაერთი ასეთი მითითება სტრასბურგიდან, იქნება ეს საკითხი, ვინ იქნება ჩვენი მოსამართლე, თუ იქნება ის საქმეები, რომელსაც საქართველო სტრასბურგში წარადგენს.“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






