„დიდმა პალატამ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მოტივირებული მხარეებს გავუგზავნეთ, განმარტებები უზენაესი სასამართლოს გვერდზე განვათავსეთ. სხვა ყველა საკითხი არის ექსპერტების თემა და მხარეების გადასაწყვეტი. სტრასბურგის გადაწყვეტილებასაც განვიხილავთ,“ - აცხადებს ნინო გვენეტაძე.
ყადაღის თემაზე დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე პასუხი გაეცა მათი გადაწყვეტილებით.
ნინო გვენეტაძემ ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რატომ გასაჯაროვდა დიდი პალატის შემადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ 4 დღით ადრე.
მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე აღნიშნავს, რომ მას დიდი პალატის წევრებთან რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია და საქმის განხილვის პროცესში არ ჩარეულა.
მოსამართლე მზია თოდუა აცხადებს, რომ რუსთავი2-ის საქმის შესასწავლად ნაკლები დრო დასჭირდა, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე.
„პირველ დეკემბერს ჩვენ უკვე გვქონდა ყველა მასალა. მე ნაკლები დამჭირდა იმიტომ, რომ მე 20-წლიანი გამოციდლება მაქვს და ვიცი, რას უნდა მივაქციო ყურადღება," - აცხადებს მზია თოდუა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, განცხადებით, ამ საქმეზე კომენტარს არ გააკეთებს.
წყარო rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






