„ოცნების“ კულტურული ინტრიგა და მსახიობების პროტესტი - დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას მიხეილ გიორგაძეს
პოლიტიკა - 17:38, 08 Apr, 2017     5497
კულტურის სამინისტრო საქართველოს ყველა მთავრობის „სუსტი რგოლია“. ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის აღდგენა-გამოცხადების შემდეგ, ამ უწყებას ისეთი პირველი პირი, ანუ როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, მენეჯერი არ ჰყოლია, რომლის მიმართაც კულტურის მოღვაწეთა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად და კეთილად იქნებოდა განწყობილი. ისტორიის გახსენება შორს წაგვიყვანს, ამიტომ, მხოლოდ „ოცნების“ კულტურის, ასე ვთქვათ, პოლიტიკას მიმოვიხილავთ, მით უმეტეს, ეს საკითხი ახლა აქტუალურია - მსახიობები, რეჟისორები და ამ სფეროს სხვა მუშაკები მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ, როგორც იტყვიან, ცეცხლითა და მახვილით ილაშქრებენ.

ერთ-ერთ პირველი შოკი, რომელიც 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებას მოჰყვა, ის გახლდათ, რომ ქვეყნის სათავეში მოსულმა „ოცნების“ კოალიციამ კულტურის მინისტრობის კანდიდატად მწერალი გურამ ოდიშარია დაასახელა. მართალია, ოდიშარიას საზოგადოების გარკვეული ფენები იცნობდნენ, მაგრამ ზოგადად, ის არცთუ ცნობადი იყო თვით სალიტერატურო წრეებშიც კი. ყოველ შემთხვევაში, მისი შემოქმედებიდან ყველაზე გახმაურებული ნაწარმოები გახლდათ „ზღვა, რომელიც შორია“, თან ეს ნაწერიც, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სოხუმის დევნილმა თეატრმა სცენაზე გააცოცხლა. სხვათა შორის, სოხუმის თეატრის დასს, ალბათ, სწორედ ამიტომაც ჰქონდა იმედი, რომ ოდიშარია, რომელიც მოულოდნელად ქართული კულტურის მენეჯერად მოგვევლინა, თეტარს, რომელმაც თავის დროზე მის „პრომოუშენზე“ იზრუნა, მინიმუმ, ყურადღებას მიაქცევდა, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ოდიშარიამ მინისტრის სავარძელი ისე დატოვა, რომ სოხუმის თეატრის წარმომადგენლებს არ შეხვდა.

რა ნიშნით მიანდო „ოცნებამ“ ოდიშარიას კულტურის სამინისტროს მართვა? - ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს. ასევე, უცნობია, რატომ გაცვალა მიხეილ გიორგაძემ კერძო სექტორი სახელმწიფო სამსახურზე. სხვათა შორის, როცა ოდიაშარია ჩაანაცვლა, პოლიტიკურ კულუარებში ითქვა, რომ გიორგაძე მაშინდელი პრემიერის, ღარიბაშვილის მეზობელი იყო, რომ მათი ცოლები მეგობრობდნენ და ზუსტად ასე გადაწყდა მისი მინისტრად დანიშვნა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც გაქრა, არაერთხელ ითქვა, რომ გიორგაძესაც მოხსნიდნენ, მაგრამ „ისტერფრომოუშენის“ დამფუძნებელი მინისტრის სავარძელს დღემდე ინარჩუნებს და, როგორც ამბობენ, თავის თანამდებობას უმეტესად იმისთვის იყენებს, რომ საქართველოში ბევრი ჯაზფესტივალი ჩატარდეს. მოგეხსენებათ, ჯაზფესტივალების ტრადიციას საფუძველი სწორედ „ისტერფრომოუშენმა“, ანუ იმ კომპანიამ ჩაუყარა, რომელიც გიორგაძესთან ასოცირდება.

ზოგი იმასაც ამბობეს, რომ გიორგაძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს საკუთარ კომპანიას ახმარს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები მიხეილზე გაბრაზებულ კულტურის მოღავწეებსაც არ აქვთ. ამიტომ, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ მოსწონს, მაგალითად, ქეთი დოლიძეს ან ირმა სოხაძეს მიხეილ გიორგაძე? ირმა სოხაძე ამბობს, რომ პროფესიონალებს პატივს არ სცემენ. უფრო მეტიც, მომღერალი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრი, რომელიც მისი ნათესავია, მხოლოდ იმიტომ არ ელაპარაკება, რომ გარკვეულ საკითხებზე შენიშვნა მისცა.

„მიხეი გიორგაძე არ მესალმება, არადა ჩემი ნათესავია,“ - განაცხადა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ირმა სოხაძემ, რომელიც სააკაშვილის მმართველობის 9 წელსაც შეეხო. მისი თქმით, მაშინ რაღაც ბანაკებად მკაფიო დაყოფა არსებობდა: „ვიღაც მიუღებელი იყო, ვიღაც მისაღები. დღეს კი ვერ გაიგებ, ვინ ვინაა, ვინ რა ნიშნითაა მისაღები ან მიუღებელი და, საერთოდ, რა უნდათ და სწორედ ეს მწყინს. პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია იმას არ ნიშნავს, რომ მე, როგორც მომღერალი, კომპოზიტორი, ხელოვნებათმცოდნე ან საზოგადოების წევრი ვინმეს მტერი ვარ. ჩემი ქვეყნის ძალიან დიდი მოყვარული ვარ, არც დიდი კარიერა გავიკეთე და არც სხვაგან წავედი, არადა, მერწმუნეთ, შემეძლო, წავსულიყავი და ყველა მხრივ მართლაც დიდი კარიერა გამეკეთებინა. მინდა, აქ დავბერდე, მაგრამ ეს სასჯელი ხომ არ უნდა იყოს?.. ძალიან მწყინს, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სნობური დამოკიდებულებაა: თუ უცხოეთში, მათ შორის, რუსეთშიც მიღებული ხარ, ვიღაცები „გკბენენ“, მაგრამ აქ მაინც ძალიან მაგარ მომღერლად ითვლები, მაგრამ თუ არსად წახვედი და გინდა, შენს ქვეყანაში იყო, აქ იღვაწო და ყველაფერი გააკეთო, არავის უნდიხარ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დამოკიდებულებაა, თუმცა ხალხში არა... ვფრთხილობ და არ მინდა, რაღაც ხიდები ბოლომდე დავწვა, რადგან ესენი მართლა ჩემიანები არიან. დედა მომიკვდეს, ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს - თუ ომია, ომს გაჩვენებთ, ყველაფერს ვიტყვი და გაგწირავთ-მეთქი. ამ ხელისუფლების მიმართ დიდი სიმპათია მაქვს, მაგრამ ამ სიმპათიას ყოველდღე პატარ-პატარა ნამცეცები აკლდება.“

რაც შეეხება რეჟისორ ქეთი დოლიძეს, მისი თქმით, მიხეილ გიორგაძეს კულტირის წინაშე იმის მეტი დამსახურება არ აქვს, რომ ჯაზ ფესტივალებს კარგად აკეთებს.

„ღმერთმა კარგად ამყოფოს მიშა გიორგაძე... ვფიქრობ, კარგად აკეთებდა ჯაზ ფესტივალს. უბიოგრაფიო არაა, ჯაზ ფესტივალს აკეთებდა, მეტი რა დამსახურება აქვს იმისთვის, რომ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნის კულტურის მინისტრი იყოს. მე პირადად არ დავნიშნავდი. თუ ლაპარაკია იმაზე რომ მენეჯმენტი იცის, მენეჯმენტი ყველამ იცის თუ ბევრი ფული გაქვს. როცა 3 წელი პრიორიტეტად აქვს ჯაზ ფესტივალი, მერე უკვე 20-18 მილიონს ხარჯავ ისეთ ღონისძებებში, რომელიც მისი აზრით მნიშვნელოვია,“ - განაცხადა ქეთი დოლიძემ გადაცემა „პრიორიტეტში“.

აღსანიშნავია, რომ ირმა სოხაძეც და ქეთი დოლიძეც მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, რასაც არ თვითონ მალავენ. კულტურის სამინისტროში პრობლემები რეალურად არსებობს, მაგრამ როცა ამის შესახებ ლაპარაკს ხელისუფლების მოხმრეები იწყებენ, ეს, ალბათ, იმაზე მიანიშნებს, რომ მიხეილ გიორგაძე მინისტრის პოსტს მალე დატოვებს.

ჯერ უცნობია, სადამდე მივა მსახიობების პროტესტი და უკმაყოფილება, რომლებიც თეატრის პრობლემებზე უკვე ღიად წერენ სოციალურ ქსელში.

დანგრეული და უმოქმედო თეატრები რეგიონებში, მსახიობთა განახევრებული ხელფასები და სავალალო მდგომარეობა - დადუმებული მსახიობები ალაპარაკდნენ.

,,დაგვცინით მინისტრო?... აბა ჩვენ მაგ მილიონებს ვინ დაგვანახებს, რასაც მისი კომპანია იღებს სახელმწიფოსგან და რაში მეგობრებო?“ - კითხულობს მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი და კულტურის მინისტრისგან თეატრისა და ქვეყანაში კულტურის განვითარებაზე ზრუნვას მოითხოვს.

„ჩემო მეგობრებო და კოლეგებო, იქნებ რამე მოვიფიქროთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები!“ - წერს სოციალურ ქსელში ნიაზ დიასამიძის მეუღლე, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი მაიკო გელოვანი და იქვე ამბობს, რომ უკვე ,,პროტესტის სხვა ფორმაა მოსაფიქრებელი, მოქმედებაა საჭირო“.

მათ შორისაა გიორგი ყიფშიძე, რომელიც წერს: ,,ამოვიდა ყელში... უკულტურო სამინისტროსი მრცხვენია... სერიოზულად ვამბობ, დავთქვათ თარიღი, შევიკრიბოთ, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, დავკვალიანდეთ და ნაბიჯი გადავდგათ. ორგანიზებას ჩემს თავზე ვიღებ, რომ ადვილად დავკვალიანდეთ.“

მიხეილ გიორგაძე შეიძლება, წავიდეს, მაგრამ აი, მის მოდგილეს, მანანა ბერიკაშვილს საფრთხე დაემუქრება თუ არა, უცნობია. ზოგადად, რამდენიმე წლის წინ, როცა გიორგაძემ გურამ ოდიშარია შეცვალა, მან მოადგილეობის საკუთარი კანდიდატები დაასახელა, რომელთა შორისაც აღარ იყო მანანა ბერიკაშვილი, მაგრამ როგორც ამბობენ, ამ საქმეში თავად ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, ანუ არაოფიციალური ინფორმაციით, ბერიკაშვილმა მას ხმა მიაწვდინა, რის შემდეგაც გიორგაძე იძულებული გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილი მოადგილედ დაეტოვებინა. ოდიშარიას დროს, როგორც ამბობენ, რეალური მინისტრი სწორედ ეს ქალბატონი იყო, მაგრამ დღეს მისი უფლებები შეკვეცილია, თუმცა ამის მიუხედავად, კულტურის მოღვაწეთა ერთი ფრთა ამბობს, რომ სანამ მანანა ბერიკაშვილი კულტურის სამინისტროშია, ქართული კულტურის გაჯანსაღებაზე საუბარი არ შეიძლება.

მოკლედ, მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ დაწყებული აჟიოტაჟი, როგორც „ნიუპოსტს“ უთხრეს, შეიძლება, დიდი სამთავრობო ცვლილებების მიზეზი გახდეს. ამასთან, იმის შესახებაც ლაპარაკობენ, რომ კულტურის მინისტრობა ია მაქაცარიას უნდა, რომელიც ამჟამად თბილისისი მერიის კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობს, მაგრამ „ნიუპოსტს“ ისიც უთხრეს, რომ მაქაცარიას კანდიდატურა ივანიშვილს არ მოსწონს. ასე რომ, როგორ დამთავრდება „ოცნების“ კულტურული ინტრიგა, ჯერჯერობით უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42