ყაზბეგში „დარიალჰესი“ ოფიციალურად გაიხსნა
პოლიტიკა - 13:27, 08 Apr, 2017     2762

დღეს ყაზბეგში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი, 108 მგვტ სიმძლავრის "დარიალი ჰესი" გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი /ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

პრემიერ მინისტრის თქმით "დარიალჰესი" არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძვეელი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან დღეს არაერთი ელექტროსადგური ამ მოდელის მიხედვით შენდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „დარიალჰესის“ აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები განახორციელეს "დარიალენერჯიში" შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23%-ია. ეს არის ჰიდროენერგეტიკის სექტორში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი.

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ. ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს ენერგეტიკისთვის, ქვეყნისთვის ისტორიული დღეა და "დარიალჰესი" არის საძირკველი, რეგიონის გამდიდრებისა და გაძლიერების ათვლის წერტილი:

"მადლობა მინდა მოვახსენო პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, მადლობა მინდა მოვახსენო "იბიარდს". წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სწორედ ენერგეტიკული განვითარება, ასეთი ენერგეტიკული პროექტები საშუალებას მოგვცემს, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადავდგათ ნაბიჯები. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობს დესტრუქციული ძალები, ვისაც უნდა ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში დახატოს მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ და ვერ აღუდგებიან წინ ქვეყნის განვითარებას" - განაცხადა კახა კალაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42