8 საფეხბურთო კლუბმა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
სპორტი - 19:31, 05 Jun, 2013     1715

ეს გადაწყვეტილება "დინამო თბილისის", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", "მეტალურგის", "სიონის", "ზუგდიდის", "მერანისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლებმა დღეს მიიღეს. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა სფფ-ში გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხს კლუბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ისინი სახელმწიფოსგან 2-2 მილიონ ლარს მიიღებენ, როგორც ეს გორის "დილას" შემთხვევაში მოხდა.


Sportall.ge-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა, რომლის თანახმად, კერძო კლუბები ცალკე ჩემპიონატს ჩაატარებენ.


გამოცემა ასევე აქვეყნებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სერგო ფუტკარაძის კომენტარს სფფ-ში გამართულ შეხვედრასა და კლუბში არსებულ მდგომარეობაზე.

"სასიამოვნოა, რომ კლუბები ერთ აზრამდე მივიდნენ. მთავარია სამართლიანი პოზიცია და იმ შეთხვევაში, თუ სახელმწიფომ თანაბრად არ დააფინანსა ჩემპიონატში მონაწილე კლუბები, 8 გუნდი ტურნირში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თანადგომისთვის. შეიძლება ითქვას, შეხვედრით მორალურად კმაყოფილები დავრჩით, რადგან სამართლიანი პოზიცია დაფიქსირდა.

რაც შეეხება "ზესტაფონში" არსებულ მდგომარეობას, პერსონალის უმეტესი ნაწილი დათხოვნილია, რადგან მათ კონტრაქტები დაუსრულდათ. გაუცემელია ორი თვის ხელფასები, არ გვაქვს დენი.

პერსონალის მცირე ნაწილი, შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობს და შეძლებისდაგვარად უვლის მოედანს. მზიანი ამინდების გამო ერთხელ სახანძროს გამოძახებაც კი დაგვჭირდა, რომ მოედანი მოგვერწყა.

ასევე, ძალიან გვეხმარებიან გუნდის გულშემატკივრები".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42