აქცია ენგურის ხიდზე - ოკუპანტების მიერ გატაცებული როგავების ოჯახი ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდბს
პოლიტიკა - 12:31, 08 Apr, 2017     2137
ამ წუთებში, ენგურის ხიდთან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრები და ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.


როგორც „ნიუპოსტის“ კორესპოდენტი იტყობინება, ისინი ოკუპანტების მიერ მამა-შვილის უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

როგორც აქციაზე მყოფები აცხადებენ, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებისას, მათზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან.

შეგახსენებთ, 6 აპრილს , რუსმა ოკუპანტებმა, ტყაიადან მამა-შვილი როგავები იარაღის მუქარით გაიტაცეს. მოქალაქეები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.

გატაცებულები სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს.

როგავების ოჯახის განცხადებით, მათ გამოსასყიდისთვის თანხა არ გააჩნიათ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

აქციაზე მყოფი მოსახლეობის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს „ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან მისვლას ვერ ბედავდნენ, ახლა კი ისე გათავხედნენ, რომ საქართველოს მოსახლეობას ე.წ. ხაზთან ახლოს სიარულსაც უშლიან.“

მათივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები საოკუპაციო ხაზთან აქვთ, თუმცა იქ სიარულსა და მოსავლის აღებას მათ ოკუპანტები არ აძლევენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ოკუპანტებს საქონელიც გაუტაცებიათ და მათივე თვალწინ მოუკლავთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42