მართლმსაჯულების სახლში დღეს მოსამართლეთა მე-20 კონფერენცია იმართება სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ. საბჭოს მოსამართლე წევრმა, პაატა სილაგაძემ, თავად მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე, რომ უფლებამოსილება შეუწყვიტონ, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრ ილონა თოდუას კი სამოსამართლეო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის ვადა ამოეწურა. კონფერენცია ნინო გვენეტაძის, გამოსვლით დაიწყება.
„კანონის თანახმად საბჭოში შეიძლება იყოს 4 ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, ამჯერად საბჭოში არის 2, შესაბამისად თუ ორი ადმინისტრაციული ტანამდებობის პირი დააყენებს კენჭისყრაზე თავის კანდიდატურას მაშინ მოხდება მათი არჩევა, თუ ისინი კანდიდატურებს არ დააყენებენ, სხვა მოსამართლეებს შეეძლებათ ამ კონკურსში მონაწილეობა“- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






