აშშ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო არჩევნებს და რეფერენდუმს გმობს
პოლიტიკა - 10:57, 08 Apr, 2017     1492
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ და დაგეგმილ არჩევნებს განცხადებით ეხმაურება. აშშ მკაცრად გმობს არალეგიტიმურ არჩევნებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს გადაწყვეტილებას 9 აპრილს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის გამართვის თაობაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის სახელის ცვლილებას უკავშირდება, ამასთანავე ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ აფხაზეთში 12-26 მარტს ჩატარებული და სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილი არალეგიტიმური არჩევნების შედეგებს.

ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმები საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ნათელი და თანმიმდევრულია. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიან.“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმი ტარდება. არჩევნებსა და რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევენ როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს გამართა. 26 მარტს კი ე.წ. არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42