სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთთვიანი გადამზადება დაასრულეს
პოლიტიკა - 10:36, 08 Apr, 2017     2383
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთთვიანი გადამზადება დაასრულეს. ქართველ სამხედროებს სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.

სწავლების გამოშვების ცერემონიალი დღეს, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის ამერიკელ ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღნიშნა და განაცხადა, რომ მსგავსი წვრთნები სტრატეგიულ პარტნიორთან საუკეთესო დაახლოების საშუალებაა.

აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის მეგობრობას ხაზი გაუსვა და ქართველების ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა აღნიშნა. მისი თქმით, მსგავსი წვრთნები მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გამყარებასაც ემსახურება.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლებაში მონაწილე სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა კი, ამერიკელ ინსტრუქტორებს სასაჩუქრე დაფები და ქართული ტრადიციული ნივთები გადასცეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთი თვის განმავლობაში დღისა და ღამის პირობებში გადამზადება საცეცხლე, საინჟინრო და ტაქტიკურ მომზადებაში გაიარეს. ქართველ სამხედროებს ბრძოლა იმიტირებულ დასახლებულ პუნქტშიც მოუწიათ. სწავლება მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მუდმივ მზადყოფნას და თანამედროვე სპეცდანიშნულების საბრძოლო გამოცდილების გაზიარებას ისახავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42