სირიის მოვლენები და რუსეთის ჩიხი - ,,ეს არის ტრამპის ღია მესიჯი მსოფლიოსთვის“
პოლიტიკა - 22:00, 07 Apr, 2017     14684
სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მა პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე. სირიაში, ჰომსის პროვინციაში წერტილოვანი დარტყმები ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განახორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.


საუბარია ორი დღის წინ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე, რომლის შედეგადაც 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი მძიმედ დაშავდა. აშშ ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხისმგებლობას როგორც ასადს, ასევე რუსეთს აკისრებს, რადგან ამ უკანასკნელმა არ გაანადგურა მსგავსი იარაღის სრული მარაგი სირიაში.

დღეს გამთენიისას განხორციელებული იერიშის შემდეგ, დონალდ ტრამპმა მთელს მსოფლიოს მოუწოდა, ცივილიზებული სამყარო დადგეს მათ გვერდით სისხლისღვრის შესაჩერებლად.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს.

„ნიუპოსტი“ მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინის განცხადებით, დონალდ ტრამპი არის პრეზიდენტი, რომელიც მის მიერ დადგენილი წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებას არ მოერიდება და პასუხისმგებლობას არ გაექცევა:

„სირიაში მოხდა ის, რაზეც მე ვსაუბრობდი 2017 წლის იანვრიდან. ტრამპი იქნება ძალიან რთული ადამიანი პუტინისთვის სამუშაოდ, იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ ტრამპის მოსვლით პუტინმა რაღაც რესურსი შეიძინა და ტრამპის პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით იქნება შედარებით რბილი, მაგრამ იანვარში ვამბობდი, რომ ტრამპს აქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები, რომლის გადალახვის შემთხვევაში იგი არ ერიდება გადაწყვეტილებების მიღებას და ობამასგან განსხვავებით პასუხისმგებლობას თავს არ არიდებს, მან ეს აჩვენა. აჩვენა, რომ პუტინმა და ასადმა წითელი ზღვარი გადალახეს ქიმიური იარაღის გამოყენებით სირიაში, ტრამპმა აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მიიღო გადაწყვეტილება და ამით მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ არ მოერიდება გადაწყვეტილების მიღებას, წითელი ხაზების დარღვევის შემთხვევაში კი მზად არის გამოიყენოს ძალა. ჩემი აზრით ბევრი ადამიანი, მათ შორის რუსეთიც გამოფხიზლდება ამ ფაქტის შედეგად“, - აცხადებს შაშკინი.

მისივე თქმით, ასადის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება ემსახურება რუსეთის ფედერაციის ჩიხში შეყვანას, ვლადიმირ პუტინი კი არსებული სიტუაციის გამო იძულებულია დაუპირისპირდეს დანარჩენ მსოფლიოს, რადგან მის გვერდით ამ სიტუაციაში მხოლოდ ირანი რჩება:

„ადამიანების გარკვეული ჯგუფი აცხადებს, რომ ეს იყო პროვოკაცია და ასადს არ გამოუყენებია ქიმიური იარაღი, რადგან მას არ აწყობდა - ასე არ არის. ერთადერთი ვისაც აწყობდა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება, იყო ზუსტად ასადი, მან ეს გააკეთა იმის გამო, რომ კიდევ უფრო ჩიხურ სიტუაციაში შეეყვანა პარტნიორი პუტინი, იმისათვის, რომ მას უკან დასახევი გზა არ დარჩენოდა, ასეც მოხდა, რადგან რუსეთი შევიდა ჩიხში, ის იცავს ასადს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, ეს არის ასადის მიერ გამოყენებული ქიმიური იარაღი, ძალაუნებურად რუსეთი იმდენად ჩიხურ მდგომარეობაშია, რომ განაგრძობს ასადის დაცვას და უპირისპირებს საკუთარ თავს ყველას, რუსეთი დარჩა მხოლოდ ირანის იმედზე, თურქეთისთვისაც იქნება რთული დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია, ვფიქრობ თურქეთიც იძულებული იქნება, რომ დაიკავოს პროამერიკული პოზიცია“, - აღნიშნავს შაშკინი.

აღსანიშნავია, რომ სირიაში რუსეთის ფედერაციამ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა S-400-ები განათავსა, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, კი ეს სისტემები ყოველგვარ შემოტევას გაუძლებდნენ, თუმცა პენტაგონმა ამ ანტისაჰაერო სისტემის უგულვებელყოფა და განადგურება 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტით შეძლო:

„2016 წელს რუსეთმა დიდი დარღვევით სირიაში ჩაიყვანა S-400 კომპლექსები, ეს არის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები, რომლებიც რუსეთის მტკიცებით მთლიანად დაიცავდა სირიის სივრცეს. 50-ზე მეტმა რაკეტამ გაიარა ეს ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები და დიდი ზარალი მიაყენა სამხედრო აეროდრომს, რაც პუტინისთვის იყო მძიმე დარტყმა, იგი ამაყობდა S-400 სისტემით და ამბობდა, რომ მასზე უკეთესი არ არსებობდა“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.

აღნიშნულ სამხედრო იერიშს შაშკინი აფასებს, როგორც დონალდ ტრამპის მესიჯს მთელი მსოფლიოსადმი იმის შესახებ, რომ იგი საჭირო დროს გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს:

„ტრამპმა მთელს მსოფლიოს გაუგზავნა მკაფიო მესიჯი, რომ იგი საჭირო დროს გადაწყვეტილების მიღებას არ გაექცევა. ჩვენ ახლა შევდივართ გლობალური პოლიტიკის თემაში, ეს ყოველივე ასე უნდა იქნეს განხილული, ამას არ ვუყურებ, როგორც ომის დაწყების ან კატაკლიზმის დაწყების მომენტს. პენტაგონმა გააფრთხილა რუსეთი და ირანი ოპერაციის განხორციელებამდე, პენტაგონი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ გააფრთხილა ისინი საკუთარი სამხედრო ძალები გაეყვანათ. ამ ყოველივეს უნდა შევხედოთ როგორც ღია მესიჯს მსოფლიოსთვის“ - დასძენს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42