მე ვხედავ ხალხის გაჭირვებას და ვერ ვუპასუხებ მათ სტატისტიკით - გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო დებატები შეაჯამა
პოლიტიკა - 22:10, 07 Apr, 2017     1985
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს ფართე და მრავლისმომცველი საპარლამენტო დებატებისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარლამენტში ხალხის აზრი წარმოადგინა და დეპუტატებს საზოგადოების ის შეხედულებები გააცანო, რომელსაც შეხვედრებზე უზიარებენ.

„დებატები შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე საკუთარი თავის მიმართ. ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივიცაა, ერთი მხრივ, სახელისუფლებო მხარე მაკრიტიკებდა, რომ ვიყავი ზედმეტად კრიტიკული, მეორე მხრივ, ოპოზიციისთვის არ ვიყავი საკმარისად კრიტიკული. მე თავიდანვე მოგახსენეთ, რომ არ ვარ არცერთი პარტიის პრეზიდენტი. ვცდილობ, პარლამენტში წარმოვადგინო ხალხის აზრი და ხალხის შეხედულებები. მე მიზნად არ გამიხდია, ან ზედმეტად მხარი დამეჭირა ხელისუფლების წარმატებებისთვის, ან ზედმეტად გამეკრიტიკებინა ის რაც გაკეთდა. მე მოგაწოდეთ საზოგადოების შეხედულებები და ხალხის აზრი. ხალხს აქვს პრობლემებიც, მიუხედავად იმ სტატისტიკური მონაცემებისა, რომელთა სიზუსტეზე მე ახლა არ ვიდავებ. კარგი იქნება გაესაუბროთ საზოგადოებას და იმ გასაჭირს შეხედოთ პირდაპირ თვალებში, რომელიც მე თქვენამდე მოვიტანე და რომლის შინაარსიც შემდეგშია: ხალხს უჭირს, არის პრობლემები, მათ ესმით წარმატებებიც , მაგრამ არის სერიოზული გასაჭირიც და მათ უნდათ ამ გასაჭირის გაზიარება და მათ სჭირდებათ თქვენი ყურადღება. ვხედავ ბევრ გაჭირვებას და მე ამ გაჭირვებას ვერ ვუპასუხებ სტატისტიკით. მითუმეტეს სტატისტიკთ, რომელიც რატომღაც ედრება 2012 წელს.

საინტერესო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ თურმე 2012 წლის მერე გარკვეული ცვლილებებია მიღწეული. რა თქმა უნდა, მიღწეულია, გარკვეული ცვლილებები მიღწეულია, გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებია, მაგრამ ცოტა უცნაურია, როდესაც მე მახსენებენ ამას ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად არ მინახავს ხელისუფლების კრიტიკოსებად 2012 წლამდე. ამაზე ძალიან საინტერესოდ ილაპარაკა ქალბატონმა ინაშვილმა. მე, რატომ მახსენებთ, ან, რატომ ედრებით 2012 წელს. საზოგადოების წინაშე დღეს არის პრობლემები, ეს პრობლემები დღეს გადასაჭრელია, და ამ პრობლემებს უნდა გავუსწოროთ თვალი. მესმის გაღიზიანება იმასთან დაკავშირებით, რომ მე თქვენ გიზიარებთ ამ პრობლემებს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სირთულეები გადასაჭრელია” - განაცხადა პრეზიდენტმა და უმრავლესობას ურჩია, ესაუბრონ საზოგადოებას და მოისმინონ ხალხის აზრი და მათი პროცბლემები.

,,ესაუბრეთ საზოგადოებას; იარეთ ჩემთან ერთად რაიონებში. არავითარი პრობლემური ამაში არ არის, რომ საკონსტიტუციო თემატიკაზე ვესაუბროთ ხალხს, საზოგადოებას, ვკითხოთ აზრი, როგორ მიაჩნიათ - როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია, მოვისმინოთ მათი აზრი და პარალელურად მოვისმინოთ იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც საზოგადოება გვიზიარებს. ეს არ არის რთული. რთულია პრობლემების გადაჭრა, მაგრამ, როდესაც გაქვთ უშუალო ურთიერთობა საზოგადოებასთან, ვფიქრობ, რომ ეს ბევრად მეტ პოზიტივს მოგიტანს და ბევრად მეტად წინ წაწევს იმ პოლიტიკურ დებატებსაც, რომელიც აქ მიმდინარეობს. ძალიან ხშირად მე აქ ვხედავ მსჯელობას ორ პოლუსს შორის. ამ ორ პოლუსს გარდა არსებობს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც არ აინტერესებს მუდმივად ერთმანეთისათვის წამოძახება რაღაც თემების. ადამიანი, რომელსაც გადასაჭრელი აქვს ყოველდღიური სირთულეები. ამ თვალსაზრისით, მე პოზიცია არც 2012 წლამდე შემიცვლია და არც 2012 წლის მერე; ერთიდაიგივე პოზიციებს ვაფიქსირებდი და ერთი და იგივე პოზიციებს ვემსახურებოდი 2000 წელსაც, 2003-შიც, 2012-სა და 2016-შიც, და გიზიარებთ ამ პოზიციებს იმ იმედით, რომ ამ დიალოგის ფარგლებში გარკვეულ სულისკვეთებას გადაჭრისკენ დავინახავ” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ქვეყანის წინაშე დგას პრობლემები, რომელშიც პოლიტიკური სპექტრი ერთსულოვანი უნდა იყოს. გიორგი მარგველაშვილმა ამ თვალსაზრისით ოკუპაციასა და ტერიტორიულ მთიანობაზე გაამახვილ აყურადღება.

,, მინდა გითხრათ, რომ არის თემები, რომლებშიც მე დარწმუნებული ვარ ჩვენ არ უნდა ვიყოთ გაყოფილი, არამედ უნდა ვიყოთ სრულიად ერთსულოვანი, ვიყოთ ერთიანი ძალიან მტკიცედ, როდესაც ეს ეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას, საგარეო პოლიტიკურ კურსს, და მე ეს უკვე აღვნიშნე, რომ პარლამენტმა ძალიან სწორი სულისკვეთების გადაწყვეტილება მიიღო შარშან, 29 დეკემბერს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ შინაარსობრივი დებატებისთვის. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გარკვეული გაუცხოების ფონზე, როდესაც რაღაცნაირი მცდელობა იყო იზოლაციის, აი ეს ნაბიჯი, რომ დღეს გაიმართა დებატები, იყო წინგადადგმული ნაბიჯი; ჩვენ ვნახავთ მეტ თანამშრომლობას, მეტ კონსულტაციებს, მეტ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობას და ამ თვალსაზრისით, ასევე მეტ ურთიერთობას საზოგადოებასთან იმიტომ, რომ ნამდვილად ბევრ საკითხთან მიმართებაში, მათ შორის, საკონსტიტუციო საკითხებთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ხალხის აზრი უნდა იყოს მოსმენილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ გადასინჯვაზე გარკვეული საკითხების, ვფიქრობ, რომ გარკვეულ თანხმობამდე უნდა მივიდეთ“ - განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, მისი, ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს სახელით გამოთქვა მზადყოფნა პარლამენტთან და აღასრულებელ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42