დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის “მოითხოვე ქართული” პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.
„ქვეყნისათვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია “მოითხოვე ქართული”, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკისზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას.
ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით - ასე, რომ მოგიწოდებთ “მოითხოვეთ ქართული”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტარებისადმი მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






