„მოგმართავთ ბატონო პრეზიდენტო, არა ჩაკეტილი, არამედ გახსნილი, არა დიალოგზე უარის მთქმელი, არამედ დიალოგისა და მეტი წინსვლის, მეტი პროგრესის, მეტი რეფორმებისთვის მზაობის მქონე კოლეგების და კომიტეტის სახელით. როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას აღიქვამთ, როგორც არა მხოლოდ თეორიულ საფრთხედ, არამედ სერიოზულ პრობლემად, აქ უკვე დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ, ან ეს მოწმდება ხდება ისეთივე ფორმალური, როგორც წინასწარ დაანონსებული ვეტოს ფონზე, მოდი დავილაპარაკოთ, ხვალ როგორ დავადოთ ვეტო განსაკუთრებით ისეთ კანონებს, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიების მატარებელ სისტემურ ხედვას და კანონდებლობას ეხება. იყო ნათქვამი, რომ სასამართლოში არის დუმილი და შიგნიდან არ გვესმის, ვერ ვგრძნობთ ხმას და დინამიკას ცვლილებების აუცილებლობაზე. თუნდაც რამდენიმე დღის წინ შეხვედრა,რომელიც იყო ღია და საჯარო ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ დიალოგისა და ამ თემებზე სასაუბროდ.
„პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციებს და პატივისცემას იმსახურებს პარლამენტიც, რომლის საკანონმდებლო საქმიანობაში შეჭრის და მისთვის კონტროლის და მისთვის კონკრეტული მითითებების მიცემის უფლება არავის არ აქვს და შენიშვნები არ უნდა ცილდებოდეს ფარგლებს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის პატივისცემა, რომელიც არის საკანონდებლო ორგანო. პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუცია და პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს“ - განაცხადა ბესელიამ პარლამენტში გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები






