„ჩვენ დავინახეთ, რომ თითოეული მათგანის გამოსვლაში ძირითადი საკითხი ეხებოდა ერთ ადამიანს, ამ ადამიანის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. გვესმის, რომ ამ ადამიანმა თქვენ პირველ ოქტომბერს შავი დღე გაგითენათ, რომელიც არ მთავრდება და არ დამთავრდება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ქართველ ხალხთან ერთად გააჩინა მომავლის პერსპექტივა და ასე იქნება სულ - ეს იქნება სულ და თქვენი შავი დღე არ დამთავრდება“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
„ჩვენ მოვისმინეთ გამოსვლა გამოსვლისთვის, კრიტიკა კრიტიკისთვის. ბატონო პრეზიდენტო, მეტს ველოდი - უმეტესი პრობლემებისა, რომელიც თქვენ წამოჭერით, ან არის გადაჭრილი ჩვენი გუნდის მიერ, ან არის გადაჭრის პროცესში. არასდროს პარლამენტთან ურთიერთობის დროს ან საჯარო განცხადებაში თქვენ ჩვენთვის არ შემოგითავაზებიათ რაიმე კონკრეტული, უფრო მეტიც, თქვენ ხელიდან გაუშვით ისტორიული შანსი, ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომელმაც ჩვენს უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობა მიანიჭა, გამოგვესწორებინა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებდა მრავალ თაობებს“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატმა პრეზიდენტი არაკომპეტენტურობასა და სახიფათო განცხადებებში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვერ დავინახეთ კომპეტენცია ვერც თქვენს კრიტიკაში და ვერც თქვენს პოზიტიურ განცხადებებში, სამაგიეროდ, ჩვენ მოვისმინეთ სახიფათო განცხადებები სასამართლო სისტემაში კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას. სახიფათოა, როცა თქვენ, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ ქვეყნის უსაფრთხოებას და არ ენდობით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს, ეს არის სახიფათო ტენდენცია პრეზიდენტის მხრიდან“ - აღნიშნა დეპუტატმა პარლამენტში გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები






