“წლები გადის და ერთი და იგივე ტექსტი გვესმის ამ ტრიბუნიდან“ - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 18:29, 07 Apr, 2017     1489
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლის შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დებატები დაიწყო. დეპუტატები პრეზიდენტის ანგარიშს აფასებენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, წლები გადის და ტრიბუნიდან ერთი და იგივე ტექსტი ისმის:

"ქართული ოცნების მოსმენის შემდეგ, კიდე ერთხელ გაგვახსენდა ყველას, თუ როგორ მძიმე სიტუაციაშია ქვეყანა, რომ ეს გუნდი შეარჩია ივანიშვილმა და მთავრობის კონტროლი ჩააბარა. მე_5 წელია ერთი და იგივე ტექსტი გვესმის ამ ტრიბუნებიდან: საკუთარი თავის ქება, წარსული ხელისუფლების ლანძღვა და მეტი არაფერი. არც რწმენა გაერთიანებთ ერთმანეთის, არც მომავლის ხედვა, არაფერი გაერთიანებთ გარდა ხელისუფლებაში ყოფნისა. როგორ უნდა შევაჯამოთ თქვენი 5 წლიანი მმართველობა, ეს არის: გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი სამთავრობო ვალები, რომელიც დაუტოვეთ მომავალ თაობას, გაზრდილი კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი, გაზრდილი გავლენა რუსეთის და შემცირებული შემოსავალი ბევრი ოჯახისთვის, შემცირებული პენსია, შემცირებული ეკონომიკური ზრდა, შემცირებული რწმენა მომავლისა, ეს არის უმძიმესი განაჩენი რომელიც გამოუტანეთ ჩვენ ქვეყანას და როცა პირად საუბრებში აღიარებთ, რომ საქმე არის და გთავაზობთ რაღაც გამოსავალს, კონკრეტულ ეკონომიკურ ხედვას, განხილვაც არ გინდათ. გვიპასუხეთ რამდენი მილიონი გემეტებათ რომ შეამციროთ ბიუროკრატიის ფლანგვა?! რომ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება?! ჩვენ პირად საუბრებში განვიხილავდით რა უნდა მოხდეს, რომ გამოფხიზლდეთ, არაფერი! გარდა ამომრჩევლების მიერ თქვენთვის გამოტანილი პოლიტიკური განაჩენისა.

„ქართული ოცნების“ ახალი ვარსკვლავი გამოდიოდა და გვითხრა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომ: „თქვენ უნდა იცოდეთ ევროპა არის რეგულაციებიო“ არა მეგობრებო! ევროპა არის თავისუფლება და ევროპული საქართველო ის ქვეყანა კაირ იქნება სადაც ბიუროკრატია ბევრ ფულს ჭამს და ოლიგარქის კაპრიზებზეა ყველაფერი დამოკიდებული. ევროპული საქართველო არის სადაც დაბალი გადასახადებია, მთავრობა პატარა და შეზღუდულია, ეფექტური ხელისუფლებაა, მაგრამ კონსტიტუციის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული და სადაც ბევრი თავისუფალი, პასუხისმგებლობის მქონე და მომავლის რწმენით მცხოვრები ადამიანია და ასეთი საქართველო აუცილებლად იქნება"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42