"ვუყურებ, როგორ უბრაზდებით და ეჩხუბებით საქართველოს პრეზიდენტს"- ირაკლი აბესაძე
პოლიტიკა - 18:19, 07 Apr, 2017     1377
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს საზოგადოება თვალს ადევნებს იმას, თუ როგორ ეჩხუბება და უბრაზდება პრეზიდენტს საპარალემენტო უმრავლესობა.

,,ვუყურებ, როგორ უბრაზდებით და ეჩხუბებით საქართველოს პრეზიდენტს. ელოდით, რომ უფრო მომზადებული იქნებოდა, ელოდით უფრო ობიექტურს და შინაარსობრივ გამოსვლას. გაუბრაზდით, როდესაც 15 წუთით დატოვა დარბაზი და ამ ვითარებაში დაგავიწყდათ მთავარი. ჩვენ არ ვესაუბრებით მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ვესაუბრებით საზოგადოებას და ვსაუბრობთ საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე.

ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, რომელიც ცხოვრობს სიღარიბეში, რომელიც ცხოვრობს უმუშევრობისა და ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე, რომელიც შეგახსენათ კიდეც პრეზიდენტმა და როგორ ჩანს, ეს გახდა თქვენი გულისწყრომის მიზეზი.

ამ ყველაფრის ფონზე ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თქვენი რეფორმები ქაღალდზე არსებული ციფრები და წარმატებაა, თუმცა ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამაში, რადგან ქაღალდზეც არ გაქვთ თქვენ წარმატება ქვეყნის განვითარების გზაზე. უარი თქვით ბიუროკრატიაზე და ეს ასეულობით მილიონი ლარი აბსოლუტურად საკმარისი იქნება გადასახადების შესამცირებლად, პენსიის გასაზრდელად, ადამიანების დასასაქმებლად და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42