ნაცვლიშვილი პრეზიდენტს: "გვევლინებით როგორც პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი"
პოლიტიკა - 17:00, 07 Apr, 2017     3296

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ბექა ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას აფასებს:

„ერთ რაღაცას გთხოვთ შემდეგისთვის ბატონო პრეზიდენტო, რომ იყოთ უფრო ჩვენი ქვეყნის საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული და ასეთი დღის წესრიგი შემოგვთავაზოთ და ნაკლებად იყოთ ორიენტირებული, რაც თქვენი ვალდებულება პირიქითაა, რადგან თქვენ უნდა იყოთ წარმოქმნის შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისების განმუხტველი, სამწუხაროდ, ხშირად გვევლინებით როგორც პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი.

ჩვენ ადრე უფრო განებივრებულები ვიყავით პრეზიდენტის მიერ უფრო ემოციური, პროზაული გამოსვლებით, მაგრამ ამას სამწუხაროდ მოკლებულები აღმოვჩნდით. დღის წესრიგი, რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა გარკვეული თვალსაზრით მაგონებდა 90-იანების დღის წესრიგს, სადაც წამყვანი საზოგადოებრივი დისკურსი იყო დემოკრატიზაცია... კი მართალია დიდია სოციალური უთანასწორობა, მაგრამ განვითრების გარეშე მისი აღმოფხვრა წარმოუდგენელია, ჩვენ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო,“- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

უმრავლესობის წევრმა „ევროპელ დემოკრატების“ განცხადებებიც შეაფასა:

„ყოველთვის, როდესაც ჩვენი ოპონენტების გამოსვლას ვისმენ ხოლმე, ვაცნობიერებ ჩვენი ეპოქის მანკიერებას. ჩვენ ვცხოვრობთ პოსტმოდერნის ეპოქაში, სადაც ფაქტების გაყალბება, ფალსიფიცირება არის პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი, სადაც ხდება ფაქტების განზოგადება, ფალსიფიკაცია და პოპულიზმი; სადაც არ არსებობს მორალური იმპერატივი და გულწრფელობა. განსაკუთრებით გამაკვირვა ამ თვალსაზრისით ჩვენი „ევროპელი დემოკრატების“ ნეოლიბერალურმა პოპულიზმმა, რომ თითქოს გადასახადების გაუქმებით და დერეგულაციით მოხდებოდა ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება. თქვენ ხომ „ევროპელი დემოკრატები“ ბრძანდებით, ბატონებო?! ევროპა სწორედ რეგულაციებზე დგას. სწორედ ეს რეგულაციები და ამ რეგულაციების საფუძველზე ევროპაში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა, მათი დაცულობა გამოარჩევს ევროპას სხვა სახელმწიფოებისგან. აქედან გამომდინარე ეს თეორიული, ეკვილიბრიუმზე დაფუძნებული მსჯელობები გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით თქვენგან განსაკუთრებით სასაცილოდ ჟღერს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42