"ჩემს უკან რიგში დარჩა რუსი, არაბი, თურქი..." გიორგი კალანდიას ამაღელვებელი წერილი პარიზის აეროპორტიდან
სოც.მედია - 17:29, 07 Apr, 2017     73389
„პარიზი, შარლ დე გოლის აეროპორტი, თვითმფრინავიდან გადმოსული იმ რიგში ჩავდექი, რომელსაც ”All passport " აწერია“ - წერს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში და თავის განცდებს მკითხველს პოსტის სახით აცნობს.

გიორგი კალანდია: „რიგში სხვადასხვა მოდგმისა და წარმომავლობის ხალხი ვართ.აქ არიან დიდი და უზარმაზარი ერის შვილები, ზოგიერთი მათგანის სახელმწიფო ატომურ ბობსაც ფლობს, ზოგის ქვეყანა კი თითქმის მთელ კონტინენტზე გადაჭიმულა. ზოლს თვალი მოვავლე და მივხვდი რომ მათ შორის ყველაზე პატარა სახელმწიფოს მე წარმოვადგენ, მსგავსი წინათაც მიგვრძნია და რაღაცნაირად გული მტკენია.
დღეს ასე არის, ეხლა პასპორტი რომელიც ხელში მიჭირავს თითქოს სხვანაირად გამოიყურება, დღეს ხარებაა და ჩემი ქვეყნის შინდისფერ წიგნაკზე დახატული წმინდა გიორგი უფრო ძლევამოსილი მეჩვენება!
ჩემს წინ ჩინელია, უკან რუსი, როცა წინ მდგომი ფრანგ მესაზღვრესთან მივიდა, მისი პასპორტი დიდხანს ფურცლეს, მერე რაღაც დოკუმენტი მოსთხოვეს, ჩანთიდან კიდევ დამატებით ქაღალდების წარმოდგენამაც მოუწია. რიგი აშრიალდა, დიდი და ძლევამოსილი ერის შვილებმა ფაცი ფუცი დაიწყეს, მათ საფრანგეთში შესვლის უფლება მესაზღვრის წინაშე უნდა მოიპოვონ...
მე კი რიგში ჩემს წმინდა გიორგისთან ერთად დღეს ყველაზე არხეინად და ამაყად ვდგევარ! როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე, მომეჩვენა რომ ოდნავ გაიღიმა, თითქოს ჩემი წმინდა გიორგი იცნო და ამიტომაც ვიზა აღარ უძებნია, მხოლოდ უკანა სამგზავრო ბილეთს დახედა, თავი თავაზიანად დამიკრა და ევროპის ”კარები გამიღო”....
ჩემს უკან რიგში დარჩა რუსი, არაბი, თურქი, ვინ იცის კიდევ რამდენი დიდი და ძლევამოსილი ერის შვილი! მე კი მოვდიოდი და ვფიქრობდი ჩემს ნატანჯ ხალხზე, ჩემს პაწაწინა და ნაგვემ სახელმწიფოზე, რომელმაც მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, საკუთარი შრომითა და თავდადებით მოიპოვა უფლება იყოს ევროპის ნაწილი, ამაყად იდგეს ამ სამყაროს თავისუფალ და ძლევამოსილ ხალხთა შორის!
ჰო დღეს ვერსალში მივდივარ, სწორედ იქ სადაც მეფე მზეს ჩვენი სულხან საბა ესტუმრა, დღეს მე ვერსალში სულ სხვა განწყობით შევალ, რადგან ჩემთან ხომ ის წმინდა გიორგი იქნება, რომელიც 800 წლის წინ დავით აღმაშენებელთან და 200 ფრანგთან ერთად დიდგორის ველზე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე თავისუფალი სამყაროსათვის იბრძოდა! ხარებას გილოცავთ ქართველებო!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42